среда, 20 июля 2016 г.

ტრნინგის მეცხრე დღის რეფლექსია

მიუხედავად იმისა რომ ტრენინგზე შვებულების ფარგლებში მომიწია დასწრება, გული მწყდება ტრენინგი რომ მთავრდება.ტრენინგის მეცხრე დღეს მოვახდინეთ შესრულებული პროექტების გეგმების პრეზენტაცია, წარმოვადგინეთ პორტფოლიოში არსებული ყველა ნამუშევარი, მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები.დღემ საინტერესოდ ჩაიარა.დიდი მადლობა ტრენერს მნიშვნელოვანი 9 დღისთვის.

воскресенье, 17 июля 2016 г.

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ პორტფოლიოს მოწესრიგებით. შევასწორეთ ყველა მასალა.ავტვირთეთ რაც გვქონდა ასატვირთი. შემდეგ პორტფოლიო გადავიტანეთ ბლოგზე.დავალებად გასაკეთებელი დამრჩა შაბლონის შევსების დასრულება. დღევანდელი დღე უფრო ტექნიკური სამუშაოთი იყო დატვირთული. მოვემზადეთ ტრენინგის ბოლო დღისთვის . იმედია პრეზენტაცია კარგად ჩაი

воскресенье, 10 июля 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

გავარჩიეთ წარმოდგენილი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავაკეთეთ კომენტარები სხვების ბლოგებზე. ტრენერის განხილვის შემდეგ ჩავასწორეთ ჩვენი კითხვები.
  განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, ვისწავლეთ როგორ გადავიტანოთ საჭირო საკითხები გეგმის შაბლონზე.
ვისწავლეთ გუგლ-დრაივში მუშაობა.
ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.

суббота, 9 июля 2016 г.

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

      წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ გაწერილი პროექტის მიზნები და ამოცანები, განვიხილეთ რამოდენიმე პროექტი, მოვახდინეთ გენერირება. შემდეგ კათედრის შესაბამისად დავაკომენტარეთ პროექტები.შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოდან მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. დავალებად მივიღეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი კითხვების მომზადება. როგორც ყოველთვის ტრენინგი საინტერესო და დატვირთული იყო.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:
1.რას ნიშნავს ჯანსაღი გარემო?

თემატური კითხვები:
1.სად უფრო სუფთაა ჰაერი: ქალაქში, სოფელსა თუ მთაში? რატომ?
2.რა პროცესები იწვევს ჰაერის დაბინძურებას?
3.რა გავლენას ახდენს დაბინძურებული ჰაერი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე?

შინაარსობრივი კითხვები:
1. რომელი აირები გამოიყოფა ფოთლის და სასოფლი-სამეურნეო ნარჩენების წვისას?
2. რა დაავადებებს იწვევს წარმოქმნილი აირები?
3.რა ქიმიური პროცესები მიდის მჟავა წვიმების წარმოქმნისას? გლობალური დათბობისას?
4.როგორ ავიცილოთ თავიდან ნარჩენების წვა?



пятница, 8 июля 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

 დღეს ვისწავლეთ ბროშურის შექმნა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე,ამისათვის მოვძებნეთ საგნის სტანდარტი, და დავსახეთ გეგმა, როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტის მიზნები და ამოცანები. დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო,დავალებები ჩავინიშნეთ. სახლშიც საკმაოდ ბევრი დავალება მომყვება.

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები

                 პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები:

  •      ლიტერატურის გაცნობით და სხვადასხვა ინტერნეტ საიტებით მოიძიებენ ინფორმაციას ჰაერის დამაბინძურებლების, კერძოდ ფოთლის  და სასოფლო სამეურნეო ნარჩენების წვით წარმოქმნილი აირების შესახებ.
  •  ასევე გაარკვევენ თუ რა გავლენას ახდენს ნარჩენების წვის დროს გამოყოფილი თითოეული ნივთიერება  ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემო პირობებზე(გლობალური დათბობა, მჟავა წვიმები.)
  •  დაახარისხებენ ინფორმაციას, ჩაწერენ შესაბამის ქიმიურ რეაქციებს.ამისათვისმოსწავლეებიგაიხსენებენ ცოდნას ნაერთთა კლასების თვისებების შესახებ, ატმოსფეროს შედგენილობას, ოზონის ფენის არსს და მნიშვნელობას.
  •  ინფორმაციას წარმოადგენენ ცხრილების, სქემების და დიაგრამების სახით.
  • მოძიებული ინფორმაციის შეჯამებისას ჩამოაყალიბებენ კითხვარს ჰაერის დაბინძურების შესახებ და მოახდენენ მოსახლეობის ანკეტირებას. 
  • მოპოვებული ინფორმაციას გაანალიზებენ, გააკეთებენ დასკვნებს ამ აირების  მავნე ზეგავლენის შესახებ .
  •  განახორციელებენ პრეზენტაციას.
  •  ჩამოაყალიბებენ რეკომენდაციებს, თუ როგორ აიცილონ თავიდან ფოთლის და სასოფლო სამეურნეო ნარჩენების დაწვით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება.
  • მოამზადებენ ბუკლეტებს და გაავრცელებენ მოსახლეობაში.