пятница, 8 июля 2016 г.

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები

                 პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები:

  •      ლიტერატურის გაცნობით და სხვადასხვა ინტერნეტ საიტებით მოიძიებენ ინფორმაციას ჰაერის დამაბინძურებლების, კერძოდ ფოთლის  და სასოფლო სამეურნეო ნარჩენების წვით წარმოქმნილი აირების შესახებ.
  •  ასევე გაარკვევენ თუ რა გავლენას ახდენს ნარჩენების წვის დროს გამოყოფილი თითოეული ნივთიერება  ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემო პირობებზე(გლობალური დათბობა, მჟავა წვიმები.)
  •  დაახარისხებენ ინფორმაციას, ჩაწერენ შესაბამის ქიმიურ რეაქციებს.ამისათვისმოსწავლეებიგაიხსენებენ ცოდნას ნაერთთა კლასების თვისებების შესახებ, ატმოსფეროს შედგენილობას, ოზონის ფენის არსს და მნიშვნელობას.
  •  ინფორმაციას წარმოადგენენ ცხრილების, სქემების და დიაგრამების სახით.
  • მოძიებული ინფორმაციის შეჯამებისას ჩამოაყალიბებენ კითხვარს ჰაერის დაბინძურების შესახებ და მოახდენენ მოსახლეობის ანკეტირებას. 
  • მოპოვებული ინფორმაციას გაანალიზებენ, გააკეთებენ დასკვნებს ამ აირების  მავნე ზეგავლენის შესახებ .
  •  განახორციელებენ პრეზენტაციას.
  •  ჩამოაყალიბებენ რეკომენდაციებს, თუ როგორ აიცილონ თავიდან ფოთლის და სასოფლო სამეურნეო ნარჩენების დაწვით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება.
  • მოამზადებენ ბუკლეტებს და გაავრცელებენ მოსახლეობაში.             

3 комментария:

  1. თემა აქტუალურია. მოსწავლეებისთვის საინტერესო. პროექტის განვითარების ეტაპები გაწერილია კარგად.
    ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება რეკომენდაციებში კომპოსტის დამზადებაზე გაამახვილონ ყურადღება. გისურვებთ წარმატებას!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ქალბატონო ნათელა ჩემი პროექტის ერთ-ერთი მიზანი ზუსტად კომპოსტირებაა. მადლობა რჩევისთვის.

      Удалить
  2. მოსწავლეებმა თემთან ერთად დასახონ ნარჩენების მოცილების გზები

    ОтветитьУдалить